სიახლეები და ღონისძიებები

სოფო შუბლაძის სახელობის ყოველწლიური სტიპენდია - ,,გადაწყვეტილებები, რომლებიც გვცლიან..."

სოფო შუბლაძის სახელობის ყოველწლიური სტიპენდია - ,,გადაწყვეტილებები, რომლებიც გვცლიან..."

შაბათი, 17 ივნისი, 2023

აჩვენე კალენდარზე

რა განსაზღვრას შენს ცხოვრებას, რა გაძლევს ბიძგს შეცვალო ერთი შეხედვით გარდაუვალი მოცემულობა, დაბრკოლებები აქციო შესაძლებლობად, იარო გაუჩერებლად და ამ გზაზე იპოვო ის, რაც მხოლოდ შენია და შენშია?  შენს ცხოვრებას განსაძღვრავენ გადაწყვეტილებები, რადგან ძალა შენშია და შენი ცხოვრების მთავარი გმირი თავად ხარ.  

სოფო შუბლაძის სახელობის ყოველწლიური სტიპენდია GAUელებისთვის ბრუნდება და წელს, კიდევ უფრო მასშტაბური ფორმატით და მრავალფეროვანი შინაარსით გაგაერთიანებთ თქვენ, თითოეულ GAUელს.  

კონკურსის შინაარსი გადაწყვეტილებებია, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის ცხოვრებას. 

დაწერე ბლოგი ან შექმენი ვლოგი, სადაც მოყვები გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ცვლიან ადამიანის ცხოვრებას.  

კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეული კანდიდატები, გაივლიან გასაუბრებას, რის შემდეგაც აირჩევიან ფინალურ ეტაპზე გადასული კონკურსანტები, რომლებიც თავიანთ ნარატივს აუდიტორიის წინაშე Storytelling-ის ფორმატით წარმოადგენენ.  კონკურსის შინაარსი ინსპირირებულია „ცვალებადი ნიშნებით“, GAU-სა და CAVEA+-ის ყველაზე მასშტაბური, ამბიციური და თავისუფალი პროექტით.  

დეტალური ინფორმაცია დაიდება 19 ივნისს, ჩვენს ვებგვერდზე: www.gau.edu.ge 

გამოგვიგზავნე შენი ვლოგი ან ბლოგი 10 ივლისამდე - მეილზე: studentlife@gau.edu.ge


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა